ჯანდაცვის მინისტრი კი წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში ლევიძეების ათსულიან ოჯახს ესტუმრა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა მათ პირადად გადასცა დაზღვევის სახელმწიფო პოლისები.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ გადამოწმებული ამომრჩეველთა სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცა. `კარდაკარის` პრინციპით სულ 3,483,142 ამომრჩეველი შემოწმდა
მთავრობა დღეს ქუთაისში შეიკრიბა. სხდომა პრემიერ-მინისტრმა გამართა. ვანო მერაბიშვილმა მინისტრებს მოსახლეობისთვის მთავრობის სამოქმედო გეგმის გაცნობა დაავალა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრები დავალებების შესრულებას შეუდგნენ. კულტურის მინისტრი ბაგრატის ტაძარში მივიდა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.