ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული მიუზიკლის `ვერის უბნის მელოდიების` თანამედროვე ვერსიის პრემიერა ხვალ ბათუმის ხელოვნების და მუსიკის ცენტრში გაიმართება. მსახიობები გენერალურ რეპეტიციას გადიან.
საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვებას ულოცავს. განცხადება ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გორელებმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს ქართული სპორტის გულშემატკივრებს.
დასაქმების სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე დღეს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენთა ასოციაციის ეგიდით გამართულ შეხვედრას სასტუმრო "ამბასადორში" ორმოცზე მეტი ბიზნესმენი დაესწრო.
საქართველოს პირველი ლედი მცხეთაში მცხოვრებ ლომოურების ოჯახს ესტუმრა და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები გადასცა. ლომოურების ოჯახის ერთ-ერთი წევრი 26 წლის ლაშა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია...