ბათუმს მალე კიდვე ერთი კულტურული ცენტრი შეემატება. ზღვისპირა ქალაქს აგვისტოში საზაფხულო თეატრი ექნება. რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მთლიანად ხით იქნება მოპირკეთებული. თეატრი 1000 მაყურებელს დაიტევს.
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ირლანდიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ოფიციალურ სადილზე მათ საქართველოსა და ირლანდიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
დააკმაყოფილებს თუ არა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ. ევროსასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებს.
მსოფლიო მედია ლიდერი CNN-ი განაგრძობს რეპორტაჟების სერიას საქართველოს შესახებ. მორიგ სიუჟეტებში, რომელსაც გადაცემა Eye on Georgia აშუქებს, ჟურნალისტებმა ქალაქ ლაზიკას პროექტსა და ქართულ სოფლის მეურნეობაზე ისაუბრეს.
ქუთაისის ისტორიულ უბანში გორაზე ძველი ნაქალაქარის ნაშთები აღმოაჩინეს. დები იშხნელების ქუჩაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს ატარებდა როდესაც მუშებმა ქვითკირის კედელი შენიშნეს.
კიდევ ერთი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა თბილისში - ისან-სამგორის რაიონში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო საკუთრების მშენებლობის დროს ტერიტორიის მეპატრონემ შემთხვევით სხვადასხვა თიხის ჭურჭელს მიაკვლია...