ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე საქალაქო სასამართლოს მიერ მათზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ – ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრემიერისგან გურიაში გამგზავრებისა და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვის შესახებ დავალება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
`ქართული ოცნება` რუსთავის მერიას მიმართავს, უზრუნველყოს 19 აგვისტოს დაგეგმილი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება. კოალიციის სახელით განცხადება `ქართული ოცნების` რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია - ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დღეიდან ფინანსთა სამინისტროს წარუძღვება, მის ადგილს კი ვახტანგ ბალავაძე დაიკავებს.
ლეიბორისტული პარტია ბიძინა ივანიშვილს 2003 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. კახა ძაგანიას თქმით, ივანიშვილის მშობლიურ სოფელში სააკაშვილი 100%-იან მხარდაჭერას სწორედ ბიზნესმენის წყალობით იღებდა.
უკვე ცნობილია, თუ ვინ იყრის კენჭს თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის` სახელით. კანდიდატები დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ წარადგინეს.
პირველი სექტემბრიდან, სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, ქვეყანაში დაზღვეულთა რიცხვი დაახლოებით 900,000-ით გაიზრდება, რაც საავადმყოფოებში პაციენტთა რაოდენობასაც გაზრდის.