პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ არჩევნებს "ისტორიული" უწოდა და აღნიშნა...
სოციალური დახმარებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი დღეს მერიაში შეხვდა გარდაცვლილ მაია ხუდოიანის მეუღლეს. ხუდოიანი თბილისში სტიქიის შედეგად გამოწვეული უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა.
თურქეთში უბედურ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 31 წლის რასინ გასიმოვია. თურქული მედიის ცნობით, გამთენიისას მან სახლში კარის მინა ჩაამტვრია და ხელი გაიჭრა.
პროგრამა `ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის` უკვე მეორე წელია გრძელდება. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები არაქართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო ენას ასწავლიან. დღეს პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა ახალი ნაკადის მიღება დაიწყო.
სტიქიით დაზარალებული კახეთის რეგიონის მოსახლეობა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა. დავით ბაქრაძე ძლიერი წვიმის შედეგებს ადგილზე გაეცნო და ის ტერიტორიაც დაათვალიერა, სადაც ინფრასტრუქტურა მთლიანად მოიშალა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ლევილში ქართული დიასპორას წარმომადგენლებს შეხვდა. მანამდე კი პაპუნა დავითაიამ ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მიხაკო წერეთლის საფლავი მოინახულა.