ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის `ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება` დარეგისტრირების განაცხადი შევიდა. ექვსი პოლიტიკური პარტიის განაცხადი და წესდება საარჩევნო ადმინისტრაციაში `ქართული ოცნების` აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ ხადურმა შეიტანა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ოზურგეთის რაიონში თხილის საექსპორტო ქარხანაში იმყოფებოდა. საწარმო 2008 წლიდან მოქმედებს, ის თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი და საექსპორტოდ თხილის სხვადასხვა სახის პროდუქციას ამზადებს.
აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს მოძრაობა `დემოკრატიული საქართველოს` წევრებმა. ნინო ბურჯანაემ 20 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის ბიძინა ივანიშვილის 20, 243 827 ლარით დაჯარიმების შესახებ.
საქართველოს პირველი ლედი სამტრედიის სამედიცინო ცენტრის საქმიანობას გაეცნო. სანდრა რულოვსმა პირადად შეამოწმა კლინიკის მზადყოფნა ახალი სადაზღვეო პროგრამის ბენეფიციართა მისაღებად.