ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბლოკის `ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება` დარეგისტრირების განაცხადი შევიდა. ექვსი პოლიტიკური პარტიის განაცხადი და წესდება საარჩევნო ადმინისტრაციაში `ქართული ოცნების` აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ ხადურმა შეიტანა.
აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს მოძრაობა `დემოკრატიული საქართველოს` წევრებმა. ნინო ბურჯანაემ 20 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
სტიქიით დაზარალებული კახეთში მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციები რიგდება. დახმარებას 18 000 ოჯახი მიიღებს. კომპენსაციების გაცემა `ლიბერთი ბანკის` ფილიალებში და `ლიბერთი ექსპრესის` მანქანების საშუალებით მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად გურიაში იმყოფება. ვანო მერაბიშვილი ოზურგეთში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათ ახალი, ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამა, `ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანიის` ფუნქციები და სამომავლო გეგმები.