პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში იმყოფებოდა. ვანო მერაბიშვილი ქალაქ გორისა და გორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრაზე საუბარი ძირითადად სოფლის მეურნეობის პროგრამას შეეხებოდა.
რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ხუთმა მძიმე დამწვრობა მიიღო ავარიის შედეგად, რომელიც თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თერჯოლის მონაკვეთთან, სოფელ ბარდუბანთან მოხდა.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოამზადა დოკუმენტი სახელწოდებით `ხელშეკრულება საქართველოსთან`, რომელშიც ჩამოყალიბებულია ის მთავარი მიმართულებები, რაზეც პარტია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს.
`ახალი მემარჯვენეების` ლიდერმა კახეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. 8-ა კანდიდატს შორის არიან: თელავში - ფიქრია ჩიხრაძე, კახეთის სხვა რეგიონებში კი დავით გამყრელიძემ ძირითადად ადგილობრივი პარტიული ლიდერები წარადგინა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს შატილში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა შუა საუკუნეების კომპლექსი დაათვალიერა. ისტორიული ძეგლი 35 ციხე-კოშკისაგან შედგება, მათგან სამი სტიქიის შედეგად დაზიანდა.
პრეზდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე გადაწყვეტილების და შეფასების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კერძოდ, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზედენტმა გუშინ მოაწერა ხელი კანონპროექტს...
`ქართული ოცნების` ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის სამი წევრის დაკავებას მათ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კოალიცია აღნიშნულ პირებს ბოლომდე დაიცავს.
`კრეატიული და შთამბეჭდავი წინსვლა, თანამედროვე ტექნოლოგიური სასწაული`- საქართველოს იუსტიციის სახლების მისამართით ნათქვამი ჰილარი კლინტონის ეს სიტყვები გაიხსენეს ბრიტანეთში, ლორდთა პალატაში სწრაფი მომსახურების სისტემის რეფორმებზე საუბრის დროს.