შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსახიობისა და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ დაკავებულია ბექა ცობეხია, რომელსაც ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში.
ზუგდიდის თეატრის მთავარი რეჟისორის გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია პოლიციას ჩაბარდა. მკვლელობის შემდეგ ცობეხია თავს აფარებდა ოკუპირებულ აფხაზეთს.