ერთ წელიწადში ლაგოდეხში აკვაპარკი უნდა გაიხსნას. კომპლექსის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებას პრემიერ–მინისტრი დაესწრო.
ბაგრატის ტაძარზე ახალი ჯვარი აღიმართა – ცერემონიას უამრავ მორწმუნესთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. ტაძართან მისულ პრეზიდენტს მეუფე კალისტრატე შეხვდა.
`ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება` საარჩევნო ბლოკი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა. ბლოკის საარჩევნო ნომერი იქნება "7" . ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრეს–სპიკერის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ხმაური იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში – "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა შენობის წინ აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს კომპენსაციის სახით დაურიგდეს.
ჭიათურაში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის `თავისუფალი საქართველოს` სახელით თემურ ჯაფარიძე იბრძოლებს – ამომრჩეველს ის პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ წარუდგინა და მოსახლეობას `თავისუფალი საქართველოს` პროგრამის ძირითადი პრინციპები გააცნო.
ანაკლიაში აბულაძეების ოჯახში იმყოფებოდა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი. ამ ოჯახის ერთერთი წევრი გოგიტა აბულაძე 7 თვის წინ უგზო უკვლოდ დაიკარგა. ამ თემაზე საუბრისას ირაკლი ალასანიმ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.
რამდენად მზად იქნება სამედიცინო სექტორი სექტემბრიდან დაზღვეულთა გაზრდილი რაოდენობის მისაღებად – ამის გადასამოწმებლად ჯანდაცვის მინისტრი ადიგენის სამედიცინო ცენტრს `უნიმედ სამცხე`-ს ესტუმრა.