თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. მას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მორიგი მიწისქვეშა ბიძგები აღინიშნა. მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ზაქათალასთან, საქართველოდან 30-40 კილომეტრის მოშორებით იყო.
კონტროლის პალატამ საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგის” ანგარიშები დააყადაღა. რამდენიმე დღის წინ დაფუძნებული ფონდი სკანდალში მას შემდეგ გაეხვია, რაც ”ქართული ოცნების” რამდენიმე ლიდერმა ფონდის მხარდაჭერის შესახებ ილაპარაკა.
ჩიკაგოს სამიტის წინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ელჩებს და პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომ აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ბაჩუკი ქარდავა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პრინციპული პოზიცია გამოხატოს.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ პარასკევის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ითქვა, რომ სამი კვირის განმავლობაში 300 ათასი ამომრჩევლის ვინაობა გადამოწმდა.
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა დიუსელდორფის "ფორტუნასა" და ბერლინის "ჰერტას" სკანდალური მატჩის განხილვა დაიწყო. საპასუხო მატჩი ორჯერ შეწყდა და ის გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური შეხვედრა აღმოჩნდა.