საქალაქო სასამართლომ `ქართული ოცნების`დაკავებული წევრებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას სასამართლო პროცესი ერთად ჩატარდა.
პრემიერ-მინისტრი ქარელის რაიონში იმყოფებოდა. ვანო მერაბიშვილმა თამაზ თოთლაძის ვაშლის ბაღი დაათვალიერა და მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიას გაეცნო. პრემიერმა მებაღეს მოსავლის დაბინავება-რეალიზაციისთვის სახელმწიფოს...
ეროვნულ-დემოკრატები საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ - უარი თქვან `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის` წინასაარჩევნო პროგრამაზე, რომელიც მათ გუშინ გამოაქვეყნეს.
საზოგადოებრივი მოძრაობა `ეროვნულები` ივანიშვილის `ქართულ ოცნებასთან` თანამშრომლობას იწყებს. ამის შესახებ კოალიციისა და მოძრაობის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა.
ქართველი მაშველები მწვერვალ უშბაზე დაკარგულ უკრაინელ ალპინისტებს ეძებენ. უბედური შემთხვევა მწვერვალიდან დაშვების დროს მოხდა. ერთ-ერთი მთამსვლელი ადასტურებს...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქციას იწყებს. რეგიონებში მოსახლეობა სასმელ წყალზე დავალიანებების მხოლოდ 50 %-ს გადაიხდის. დარჩენილ დავალიანებას კომპანია ჩამოაწერს.
დასაქმების აგენტებისთვის სპეციალური ტრენინგი 24 ივლისს დასრულდება. მეორე დღესვე კი უკვე გადამზადებული სამი ათასზე მეტი ადამიანი სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვას შეუდგება.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი იმყოფება. დღეს თურქი კოლეგა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.