ტელეკომპანია ”მაესტროს ”ქუთაისის ბიუროს წარმომადგენელმა მუშაობა შეწყვიტა. მარიკა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია მას ჟურნალისტისათვის მიუღებელი მიკერძოებული მასალის მომზადებას ავალებდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველო არ იყიდება" პოლიტიკურ პარტიებს თანამშორმლობას სთვაზობს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა - გიგა ნასარიძემ - ჟურნალისტებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.
ელჩების სამუშაო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ელჩების სამუშაო ჯგუფი კვლავ აქტიურად აკვირდება საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს.