შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საერთაშორისო სწავლება საქართველო-2012 იწყება. უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები ბუნებრივ და ტექნოლოგიურ კატასტროფებზე რეაგირების მეთოდების დახვეწაში გაივლიან მეცადინეობებს.
გარდაუვალი რეფორმები - რატომ მოუწევს უკრაინას გახდეს საქართველო - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული გამოცემა `კონტრაქტი`, სადაც საუბარია, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ იმისთვის, რომ საქართველოს მსგავსად შეძლოს კორუფციის დამარცხება და ეკონომიკის გამოცოცხლება.
ჯანდაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ ახალი სახელმწიფო პოლიტიკა განიხილეს.
იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებში დაწყებულია ატესტატების გაცემა. საბუთის მისაღებად ახალგაზრდებმა მხოლოდ პირადობის მოწმობა უნდა წარადგინონ.
აფხაზეთიდან დევნილი კიდევ 150 ოჯახი დღღეიდან საკუთარ ბინებში იცხოვრებს. კობა სუბელიანმა და საბურთალოს მაჟორიტარმა ანდრია ურუშაძემ დელისის ქუჩაზე ყოფილ `ყრუ-მუნჯთა სახლში` მცხოვრებ დევნილებს ბინების საკუთრებაში გადაცემა პირადად ამცნეს.