კახეთის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი თიანეთის რაიონში გაემგზავრა, რომელიც სტიქიამ აგრეთვე მნიშვნელოვნად დააზარალა. მიხეილ სააკაშვილი პირადად გაეცნო არსებულ ვითარებას და მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა განადგურებული ნათესებიც.
წუხელ სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ კახეთში არა მარტო მატერიალური ზარალი გამოიწვია, არამედ მოსახლეობა ფიზიკურადაც დაშავდა. საჭირო გახდა საავადმყოფოებში 25 ადამიანის გადაყვანა, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ.
უშბაში დაკარგული ორივე უკრაინელი ალპინისტი უკვე ნაპოვნია. მაშველებმა დაღუპული მთამსვლელები 3, 500 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს და ახლა ცხედრების ჩამოტანას ცდილობენ.
მასშტაბური და სენსაციური აღმოჩენა იგოეთში – სამი ათასწლიანი ისტორიის უწყვეტი ეპოქა, რომელსაც არქეოლოგებმა გრაკლიაგორაზე მიაკვლიეს. ნაპოვნია სამუშაო იარაღები, ფარმაცევტული ხელსაწყო, საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები ქვის ხანიდან რომაულ ეპოქამდე.
უშბაზე დაკარგული უკრაინელი ალპინისტების ძებნა დღეს გამთენიისას განახლდა. მწვერვალზე მყოფ კიდევ ორ უკრაინელ ალპინისტს გუშინ საღამოს მაშველები შეხვდნენ და უშბის პლატოზე დაბანაკდნენ.
წუხანდელმა ძლიერმა სეტყვამ სამხრეთი რეგიონიც დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ვალეში. ღამით მოსულმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილები დააზიანა.