პარლამენტში ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიუროს სხდომაზე დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მისი დაფინანსების საკითხს განიხილავდნენ.
მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმისა და მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის მთავარი ამოცანა დასაქმების პრობლემის გადაჭრა იქნება - ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
ახალგაზრდული პოლიტიკური დებატები დასრულებულია. 2010 წელს დაწყებული პროექტის მონაწილეებს დღეს სასტუმრო `ბეტსში` სერტიფიკატები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა გადასცა.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა დღეს პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა შეხვედრაზე, რომელიც გლდანში მშენებარე პროფესიული სასწავლებლის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
უკრაინაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება. ახალი პროექტი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე განხორციელდება. კიევის ქართულ ბიბლიოთეკას სწორედ თბილისიდან მომარაგებენ შესაბამისი წიგნებით.
სამეგრელოს რეგიონის ოთხ რაიონში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ და სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად დამატებითი ტექნიკა მუშაობს. პარალელურ რეჟიმში, ერთდროულად მიმდინარეობს მუშაობა გზების, ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე.
4 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. ჰერმან ვან რომპეი რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავს, მათ შორის შედგება პირისპირ საუბარი პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.