ლეიბორისტულმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დღეს დაიწყო. ამომრჩეველს დღეს პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მიმართა და საქართველოს მოქალაქეებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
ეროვნულ-დემოკრატები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაწყებულ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გამოეხმაურნენ. პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციას ამზადებს...
ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი - ოპოზიციური პარტია "ქართული დასი" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასე დარეგისტრირდა.
აჭარაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში დაახლოებით 900,000 ვიზიტორი ჩავიდა.
პრემიერ-მინისტრმა სამტრედიის სოფელ დიდი ჯიხაიშის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათავალიერა, სადაც ნარგავები წვეთოვანი სისტემით ირწყვება. ვანო მერაბიშვილმა იქ მომუშავე გლეხებთან ასეთი ნაკვეთების მახლობლად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი ცენტრების გახსნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
აჭარის ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს ოთხი ბიულეტენის შემოხაზვა მოუწევს - პირველ ოქტომბერს, საპარლამენტოს პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდება.