ლეიბორისტულმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დღეს დაიწყო. ამომრჩეველს დღეს პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მიმართა და საქართველოს მოქალაქეებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
ეროვნულ-დემოკრატები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაწყებულ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გამოეხმაურნენ. პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციას ამზადებს...
ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი - ოპოზიციური პარტია "ქართული დასი" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასე დარეგისტრირდა.
პრემიერ-მინისტრმა სამტრედიის სოფელ დიდი ჯიხაიშის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათავალიერა, სადაც ნარგავები წვეთოვანი სისტემით ირწყვება. ვანო მერაბიშვილმა იქ მომუშავე გლეხებთან ასეთი ნაკვეთების მახლობლად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი ცენტრების გახსნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
აჭარის ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს ოთხი ბიულეტენის შემოხაზვა მოუწევს - პირველ ოქტომბერს, საპარლამენტოს პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდება.
საპარლამენტო არჩევნებზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მოკლე და გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიები იმუშავებენ. მათი პირველი ნაკადი ქვეყანაში სექტემბერში ჩამოვა.
არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. ცესკოს უკვე გადაეცა ამომრჩეველთა სიების...