პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის წევრები სტიქიის ზონაში რჩებიან. მიხეილ სააკაშვილი თელავის მშვიდობის სკვერში გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო და პირადად მიიღო ინფორმაცი მოსახლეობისგან ამ ეტაპზე მათთვის ყველაზე მთავარი პრობლემების შესახებ.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, საგანგებო სამსახურებთან ერთად, რეზერვისტებიც მონაწილეობენ. თავდაცვის მინისტრი გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად, სტიქიის რაიონებში გაწმენდით სამუშაოებს დღეს დილიდან ხელმძღვანელობდა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია ახალციხესა და დუშეთის რაიონებში. ახალციხის 18 და ასპინძის რაიონის 5 სოფელში სეტყვამ და შტორმმა მოსავალი მთლიანად გაანადგურა...
სტიქიის შედეგად კახეთში ათას 500-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა, მათ შორის რამდენიმე ღია ცის ქვეშ დარჩა. უხვი ნალექისა და გრიგალის შედეგად, რეგიონში 22 ათას ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები განადგურდა.