საქართველოს პრეზიდენტი კვლავ კახეთის რეგიონში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი დილიდან რამდენიმე რაიონის სოფლებში იმყოფებოდა. შაშიანში, კალაუბანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში პრეზიდენტმა მოსახლეობას პირადად გააცნო ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა დაზარალებულების დასახმარებლად გეგმავს.
უბედური შემთხვევა მოხდა მტკვრის სანაპიროზე, მდინარეში შუა ხნის მამაკაცს ეძებენ, რომელიც დინებამ წაიღო. მამაკაცი პირველად იუსტიციის მშენებარე სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მუშამ დაინახა...
კახეთის დასახმარებლად სარეაბილიტაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთვნენ სტუდენტური პროგრამის საზაფხულო სამუშაოების მონაწილეებიც. 800-მდე სტუდენტმა სურვილი გამოთქვა...
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრი ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა რომელმაც მოსავალიც დაკარგა და სახლიც დაუზიანდა.
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თელავში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას უფასოდ გაუწევენ.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ კახეთში მუშაობა დაიწყეს სოლიდარობის ჯგუფებმაც. იმერეთიდან, შიდა ქართლიდან და ქვემო ქართლიდან მოხალისეთა ჯგუფები დღეს დილით ჩავიდნენ დაზარალებულ სოფლებში.