საქართველოს პრეზიდენტი კვლავ კახეთის რეგიონში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი დილიდან რამდენიმე რაიონის სოფლებში იმყოფებოდა. შაშიანში, კალაუბანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში პრეზიდენტმა მოსახლეობას პირადად გააცნო ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა დაზარალებულების დასახმარებლად გეგმავს.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრი ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა რომელმაც მოსავალიც დაკარგა და სახლიც დაუზიანდა.
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თელავში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას უფასოდ გაუწევენ.