კულტურის სამინისტროში ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტზე იმსჯელეს. პრეზენტაციას, ნიკა რურუასთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი და იტალიელი რესტავრატორიც დაესწრნენ.
24 ივნისიდან კოალიცია `ქართული ოცნება` საარჩევნო სიების "კარდაკარის" პრინციპით გადამოწმებას იწყებს. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და მასში კოალიციის 10,000 აქტივისტი იქნება ჩართული.
2012 წლის 21-22 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ნატოს ევრო-ატლანტიკური კატასტროფებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის (EADRCC) მიერ საქართველოს შსს საგანგებოს სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან ერთად ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი.