ქუთაისში ხვალ ფესტივალ "საქართველოს მომავლის" დასკვნითი კონცერტი გაიმართება, რომელზეც ნიჭიერთა ათწლედის აღსაზრდელები, საქართველოს თითქმის ყველა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვლენ.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი - `საქართველოს მომავალი` ხვალ ქუთაისში დაიხურება. დღეს კი ფესტივალი ენგურის ხიდზე გაგრძელდება. აქ კლასიკური მუსიკის კონცერტს ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გამართავს.