2013 წლისთვის საპენსიო პაკეტმა 100 დოლარს უნდა მიაღწიოს – ასეთია მთავრობის გეგმა, რომელიც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სოფელ წყაროსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს გააცნო, სადაც სამი პენსიონერი ცხოვრობს.
ლეიბორისტული პარტიის წევრები უარყოფენ, რომ თითქოს მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილზე პირადი მიზეზით არის განაწყენებული, ვინაიდან მილიარდერმა მას 2008 წელს გულზე ჩატარებული ოპერაცია არ დაუფინანსა.
წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელო ტელევიზიების მიერ ყველა ძირითადი ტელეარხის ტრანსლირების შესახებ დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ამ ინიციატივის ავტორმა. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ამ საკითხის განხილვას პარლამენტი ხვალ, ბიუროს საგანგებო სხდომაზე დაიწყებს.
საქართველოში 28 ივნისს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ჩამოვა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა.