სახალხო დამცველი ყოველწლიური ანგარიშისთვის ემზადება. გიორგი ტუღუში მოხსენებით პარლამენტარების წინაშე ხვალ გამოვა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა. პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სეულში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე და პრეზიდენტის ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას წელს 37,000 აბიტურიენტი შეეცდება. რეგისტრაციის პროცესი დღეს დასრულდა. ბოლო მონაცემებით, წელს ყველაზე დიდი კონკურსი ტექნიკური საგნების მიმართულებით იქნება...
ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის სკანდალურ პირად საუბრებს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნი გამოეხმაურა. რესპუბლიკური პარტიის წევრმა CNN-ის ეთერში რუსეთის მიმართ ობამას პოლიტიკა გააკრიტიკა...
საქართველო ბირთვული უსაფრთხოების მსოფლიო კომუნიკეს შეუერთდა. დოკუმენტს სეულში 53-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. მათ შორისაა საქართველოც, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო დოკუმენტის შემუშავებაში.