ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სასტუმრო "რედისონში". დიასპორის დღე, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაარსდა და წელს მეხუთედ აღინიშნება.
პოლიტიკურმა კოალიციამ - "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. თავისუფლების მოედანზე ორგანიზებული აქცია უკვე დასრულდა.
თბილისში სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა ხელისუფლების პრიორიტეტად საქართველოს პრეზიდენტმა. ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილმა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სოფლები - გუჯარეთი და ლაფნიანი მოსავლის გარეშე დატოვა. დაიხოცა შინაური ფრინველიც. განადგურებულია 20 ჰექტარი ფართობის ვენახი, საზამთროსა და კიტრის ნარგავები.