ქართული ოცნების ლიდერი დღეს მესტიის რაიონში იმყოფებოდა. წინასაარჩევნო შეხევედრები სოფელ ხაიშსა და ჭუბერში გაიმართა. ივანიშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და კოალიციის საარჩევნო პროგრამა გააცნო. ქართული ოცნების ლიდერი სვანეთში სოზარ სუბართან ერთად ჩავიდა, ამ წუთებში ივანიშვილი მესტიაში მართავს შეხვედრას.
პრემიერ მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა სადაზღვევო კომპანიებისა და რაიონული საავადმყოფოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო ასოციაციაში გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარე ვანის რაიონის სოფელ ბზვანში იმყოფებოდა . დავით ბაქრაძე ადგილობრივებს შეხვდა და მათთან სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის პროგრამაზე, 1000ლარიან ვაუჩერსა და საყოველთაო დაზღვევის პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
ახალი მემარჯვენები ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწყებული გამოკითხვის პროცესს აპროტესტებენ. ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, მმართველმა პარტიამ ძვირად ღირებული გამოკითხვა დაიწყო, რომელშიც მხოლოდ მმართველი გუნდისთვის სასურველი კითხვებია შეტანილი.
ქვეყნის მასშტაბით სამუშაოს მაძიებელთა ბაზის შექმნაზე აქტიური მუშაობა გრძელდება. დასაქმების მინისტრი დღეს ოზურგეთში ჩავიდა და მოქალეების რეგისტრაციის პროცესს პირადად დაესწრო. დღესვე პაატა ტრაპაიძე სოფელ ნარუჯის მოსახელობას შეხვდა და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა.
საქართველოს პროკურატურამ კახა კალაძის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა: პროკურატურის ინფორმაციით, კალაძის ანგარიშიდან დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენელი, კონტრადმირალი მარკ მონტგომერი ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისის” ბაზაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება ”დიდგორი 2012”-ს დაესწრნენ.