განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ახალი, თანამედროვე სამედიცინო ცენტრი გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების ოთხსართულიანი კლინიკა სადაზღვევო კომპანია ალდაგი `ბისიაიმ` ააშენა. სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ასსაწოლიანია.
ჩინელი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლის საკითხი განიხილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მაია სიდამონიძემ და ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ პეკინში.
ლეიბორისტული პარტია `ქართული ოცნების` მხარდამჭერებს მიმართავს. შალვა ნათელაშვილი თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მიერ გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
კახი კალაძე შესაძლოა გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდა. იტალიის პროკურატურა რამდენიმე გაყიდული თამაშის საქმეს იძიებს, რომელშიც, კალაძის გარდა, კიდევ რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის სახელი ფიგურირებს.
რამდენიმე საათის წინ მაშველებმა შეტყობინება მიიღეს მტკვარში აღმოჩენილი ცხედრის შესახებ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში გამვლელებმა დარეკეს, რომლებმაც დაინახეს...