ფოთის ღვთისმშობლის ტაძარი, რომლის რესტავრაციაც პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება, მიხელ სააკაშვილმა დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოებს ის მეუფე გრიგოლთან ერთად გაეცნო.
`კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის` კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას `მასთ-ქერის` პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ კომისიამ კანონი დაარღვია...
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბაღდათში მცხოვრებ კბილაშვილების 8-სულიან ოჯახს ესტუმრა და დაზღვევის პოლისები პირადად გადასცა ოჯახში მცხოვრებ 3 პენსიონერსა და 2 მცირეწლოვან ბავშვს. დაზღვევით სარგებლობას ისინი 1 სექტემბრიდან შეძლებენ.
ბათუმის პიაცაზე საქველმოქმედო კონცერტი რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მომღერალმა გამართა. ვალერი მელაძემ მისი ჰიტები და ცნობილი ქართული სიმღერები შეასრულა.
ლეიბორისტული პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს - შესაბამისი განცხადი პარტიის წარმომადგენლებმა გიორგი გუგავამ და კახა ძაგანიამ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანეს.
ქართველ გლეხებსა და ფერმერებს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვაში სპეციალური კომპანია დაეხმარება - `საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია`.