ფოთის ღვთისმშობლის ტაძარი, რომლის რესტავრაციაც პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება, მიხელ სააკაშვილმა დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოებს ის მეუფე გრიგოლთან ერთად გაეცნო.
ბათუმის პიაცაზე საქველმოქმედო კონცერტი რუსეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მომღერალმა გამართა. ვალერი მელაძემ მისი ჰიტები და ცნობილი ქართული სიმღერები შეასრულა.
თბილისში დედაქალაქის ძველი გალავანი აღმოაჩინეს. ნანგრევები პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დროს იპოვეს. გალავნის ფრაგმენტები XII-დან XVIII საუკუნეების ჩათვლით თარიღდება.