რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც ლატვიური და ქართული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
ცხრასართულიანი შენობის სახურავიდან გადმოვარდა 16 წლის გოგონა რუსთავში. უბედურ შემთხვევასთან ერთად განიხილება ვერსია, რომ გოგონამ თავის მოკვლა შეყვარებულის გამო სცადა.
მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ”ქართული ოცნების” ლიდერები ეხმაურებიან. თინა ხიდაშელი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც პოლიტიკურმა კოალიციამ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს მხარდაჭერა გამოუცხადა.
დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ბრალდებებს უპასუხა. გუშინ მიმინოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ განათლების სამინისტრომ ეთნიკური წარმომავლობით არაქართველებზე 600 ყალბი ატესტატი გასცა.
იურმალა და ანაკლია დამეგობრდნენ. შეთანხმებას ორი ქალაქის დაძმობილების შესახებ ლატვიაში მოეწერა ხელი, სადაც ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი იურმალის მერს შეხვდა.
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის ხელახალი რეგისტრაცია იწყება – პროცესი ონლაინ-რეჟიმში, სპეციალურ ვებგვერდზე 4 ივნისს, დილის 9 საათზე დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა გარკვეულია. ამ თანამდებობას პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე დაიკავებს. ახალი დირექტორი ცენტრის ხელმძღვანელებს...