ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისი რუსთავში გაქურდეს. თუმცა, მცდელობის მიუხედავად, მძარცველებმა მხოლოდ აბრა და დროშა წაიღეს, თავად შენობაში შესვლა კი ვერ მოახერხეს.
ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში 30 წლის დავით პაპაშვილმა ცოლისძმა დანით დაჭრა. დაშავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პაპაშვილი ორი წელია თავის მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს და ინციდენტის დღეს ბავშვები მამასთან სტუმრად იმყოფებოდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ხონს ესტუმრა და აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, რომელსაც ხელისუფლების ინიციატივები გააცნო. საუბრის მთავარი თემა ახალი საპენსიო პაკეტი, სამედიცინო დაზღვევა და ათასლარიანი ვაუჩერები იყო.
`სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს,`- ასე დაარქვა თავის წიგნს პოლიტოლოგმა გიგა ლიპარტელიანმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას ეხება.
პროტესტის წერილი რუსეთის ხელისუფლებას. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა დღეს შვეიცარიის ელჩს რუსეთის ხელისფლების მიმართ გამოთქმული პროტესტის წერილი გადასცეს.
ოლიმპიადის დასრულებამდე ლონდონელებს და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ უფრო ახლოს გაიცნონ საქართველო, მისი კულტურა, ქვეყნის ისტორია და ტრადიციები – დიდი ბრიტანეთის დედაქალაში ქართული სახლი გაიხსნა.