საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მზადება დაიწყო. ილია მეორის დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაცო ჯგუფმა შეხვედრა პარლამენტში გამართა.
სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ `კარდაკარის` პირველადი შედეგები მედიას გააცნო. კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, გადამოწმდა სამ მილონზე მეტი ამომრჩეველი, გამოვლინდა მილიონზე მეტი ხარვეზი.
ქართველ ოპოზიციონერებს დღეს ამერიკელი კონგრესმენები შეხვდნენ. `თბილისი მარიოტში` შეხვედრას `ახალი მემარჯვენეების` ლიდერი დავით გამყრელიძე, `ქრისტიან-დემოკრატების` ლიდერი...
შპს `კრისტალის` დირექტორს ლევან დაუთაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ქლორის გაჟონვის ფაქტს თბილისში, ლილოს დასახლებაში.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდი ღვთის მსახურთა პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობას ეწინააღმდეგება - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ რეზოლუციას დღეს კენჭს უყრიან. დოკუმენტი სახელწოდებით `საქართველოში არსებული ვითარება` პოლონელმა დეპუტატმა მოამზადა.