ხსოვნის კვირეულს შეუერთდნენ ქუთაისის იუსტიციის სახლის თანამშრომლები. შენობის წინ, რუსული ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
პარლმენტის თავმჯდომარე დღეს ერგნეთის ბლოკ-საგუშაგოზე იმყოფებოდა. დავით ბაქრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე ქართულ სოფლებს იცავენ.
2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცი დღეს მის მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიაჩნდათ.
ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა ნაციონალებმა სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და თავად ორგანიზაციის წევრების წერილები შეაგროვეს და ის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი გმირის ოჯახში მიიტანეს.
სახელმწიფო დროშა დაეშვა დღეს მერიის შენობის წინ. ქალაქის მერმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. გიგი უგულავამ გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი.
ოლიმპიური ჩემპიონის მშობლებს შვილის წარმატება პრეზიდენტმა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი კარალეთში ჩავიდა. პრეზიდენტმა ლაშა შავდათუაშვილის ოჯახს მადლობა გადაუხადა.