თბილისელ მანდილოსნებს 8 მარტი პრეზიდენტმა მიულოცა. პრეზიდენტი ცერცვაძეების ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ოჯახის წევრებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გახმაურებულ ინიციატივებზე ესაუბრა.
რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ და აზერბაიჯანმა იმისთვის, რომ 2020 წელს აქ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდეს. შესასრულებელ სამუშაოებზე საქართველოს სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მსჯელობენ.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ `კრასნაია პალიანაზე` ვლადიმერ პუტინი დიმიტრი მედვედევს შეხვდა. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთის მოქმედ პირველ პირს მადლობა გადაუხადა გამარჯვების მილოცვისთვის.
რუსეთის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი რეკორდულად მოკლე დროში, სამ დღეში გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ვლადიმერ პუტინმა ხმათა 63,6 პროცენტით გაიმარჯვა.
უკვე მეორე დღეა გურჯაანში დაკარგულ ქალს უშედეგოდ ეძებენ. 60 წლის ლილი ქიტოშვილი სახლიდან გუშინ, დღის 12 საათზე აფთიაქში წამლის საყიდლად გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოსა და ალიანს შორის ურთიერთკავშირის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გაფორმდა. ხელშეკრულება ახალი საფრთხისა და გამოწვევების დროს ერთობლივ ქმედებებს ეხება.
მოსკოვში დემონსტრანტების დარბევის ფაქტი დაგმო ჰილარი კლინტონმა და რუსეთის ხელისუფლებას საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო მდივანი პირველად გამოეხმაურა.