სახელმწიფო დაზღვევის ახალ პროექტებზე სასაუბროდ თბილისის მერი სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა. გიგი უგულავა ნორიოს ქუჩაზე მცხოვრებ ნიკოლაიშვილების ოჯახში ექიმთან ერთად მივიდა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ლიხნის ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს აპროტესტებენ. ისინი დღეს ზუგდიდის ოფისში შეიკრიბნენ და სპეციალური განცხადება გააკეთეს.
`ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად`- პროგრამის კიდევ ერთი ეტაპი დასრულებულია. თბილისში პროგრამაში მონაწილე უცხოელი პედაგოგები შეიკრიბნენ და ნიკა გილაურსა და დიმიტრი შაშკინს შეხვდნენ.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ევროკავშირის მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება ხმა იმ საარჩევნო უბანზე მისცეს, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს: მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელს და გიორგი ამბროლაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რუსეთში მოკლულ მამუკა კახიშვილს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ და მშობლიურ ქალაქ ხაშურში დაკრძალავენ. 19 წლის ახალგაზრდა რუსმა სამართალდამცველებმა სამარაში შარშან ნოემბერში ცემით მოკლეს.
თბილისის ცაზე გუშინ, საღამოს 10 საათისთვის ამოუცნობი მფრინავი ობიეატი შეინიშნებოდა, რომლის დანახვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი. ის საკმაოდ დიდი სისწრაფით მოძრაობდა და კვალს ტოვებდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კვალის წაშლისა და ისტორიული ძეგლების განადგურების კიდევ ერთ ფაქტი. ბედიის ღვთისმშობლისა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების შემდეგ...