საქართველოში მშვიდობის იძულების ოპერაციის დაწყება იყო სამართლიანი და დროული გადაწყვეტილება, - განაცხადა რუსეთ-საქართველოს ომის მეოთხე წლისთავზე დიმიტრი მედვედევმა.
რუსეთ-საქართველოს ომის მეოთხე წლისთავზე ვლადიმერ პუტინი მორიგ სკანდალურ განცახდებას აკეთებს და აღიარებს, რომ სამხედრო ოპერაციის გეგმა გენშტაბში ჯერ კიდევ 2006-2007 წლებში მომზადდა და მან ის პირადად დაამტკიცა.
საოკუპაციო რეჟიმი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ღიად საუბრობს. განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევთან შეხვედრამდე რუსულ მედიასთან გააკეთა.
გორში რუსული აგრესიის 4 წლისთავზე აქცია გამართა საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაციამ. ახაგალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩავიდნენ და გორელ მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს.
"რუსეთი ვერასდროს გაიმარჯვებს საქართველოს თავისუფლებაზე", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გორის სამხედრო აკადემიაში შეკრებილ ჯარისკაცებს და იმ გმირების ოჯახის წევრებს...
საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
თეთნულდზე რუსი ალპინისტების გადარჩენისთვის მოსკოვი საქართველოს სამაშველო სამსახურს მადლობას უხდის. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.