ორდღიანი დუმილი ბიძინა ივანიშვილმა წერილობითი განცხადებით დაარღვია. "ქართული ოცნების" ლიდერმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერილობითი მიმართვა გაავრცელა.
გორში ერთ-ერთ ქუჩას ძმებ რომელაშვილების სახელი დაერქმევა. ამის შესახებ პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომლებიც 2008 წლის ომში 9 აგვისტოს დაღუპული ძმების, გიორგი და გელა რომელაშვილების ოჯახს ესტუმრნენ.
ახალციხეში საქართველოს მეშვიდე იუსტიციის სახლი გაიხსნა. გამარტივებული სერვისით, როდესაც მოქალაქეები მომსახურებას ერთი სივრცის პრინციპით იღებენ, ახლა უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობაც ისარგებლებს.
თითქმის საათნახევრის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. შეზღუდვა შეეხო, როგორც დედაქალაქს, აგრეთვე ქვეყნის რეგიონების უმეტესობას.