სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად უკანონოდ დაკავებული გიორგი დოთიაშვილი გათავისუფლდა.
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევის მახლობლად ორი მშვიდობიანი მოსახლე დააკავეს. ადგილობრივები ამ ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდნენ. ერთ-ერთმა დაკავებულმა ტყვეობას თავი დააღწია, მეორის ადგილსამყოფელი კი უცნობია.
ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებას ელოდება პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის თქმით, არსებობს ბევრი კითხვა, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არ არსებობს მტკიცების საფუძველი, რომ საქართველოში ჩრდილო-კავკასიელი ტერორისტები ემზადებოდნენ. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში ნინო შუბლაძის გადაცემა `პოზიციაში`განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული ოლეგ ე. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
ჩეხმა სამართალდამცველებმა ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნადირაძე დააკავეს. დაკავება 26 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცმა 1994 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე...