საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
ქართული კონიაკი `ძველი კახეთი` რუსულ ბაზარზე რამდენიმე კვირაში შევა. ქართულ ღვინის კომპანია `კახურ მეღვინეობას` დღეს მოუვიდა რუსეთიდან დასტური ბაზარზე მათი ნაწარმის შეტანის თაობაზე.
ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე შესაძლოა ახალ წელს დაბრუნდეს. განცხადება ამის შესახებ გენადი ონიშჩენკომ გააკეთა. რუსეთის მთავარი სანიტრის თქმით, არ არსებობს არავითარი ხელოვნური დაბრკოლება, რომ ქართული ღვინო და მინერალური სასმელი რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს.
წყნეთში მდებარე სამთავრობო აგარაკები, შესაძლოა, პრივატიზაციას დაექვემდებაროს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ვანო მერაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა გეგმავს აღადგინოს მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება.
ბიძინა ივანიშვილი მის სახლთან შეკრებულ სოციალურად დაუცველებს შეხვდა. 30-მდე მოქალაქემ წუხანდელი ღამე სწორედ პრემიერ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაათენა.
რუსეთის მთავარი სანიტარი ქართველ ბიზნესმენებთან დიალოგის მოსკოვში დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ გენადი ონიშჩენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.