საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის კომპანია `სინათლის ქალაქის`ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღო. კომპანიის დირექტორის თქმით, ორგანიზაციაში შესულია შემოსავლების სამსახურიც, რომელიც ინვენტარიზაციას ატარებს.
ქართული კონიაკი `ძველი კახეთი` რუსულ ბაზარზე რამდენიმე კვირაში შევა. ქართულ ღვინის კომპანია `კახურ მეღვინეობას` დღეს მოუვიდა რუსეთიდან დასტური ბაზარზე მათი ნაწარმის შეტანის თაობაზე.
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გორში პრემიერ-მინისტრი შეხვდა. ბიძინა ივანიშვილი დილიდან შიდა ქართლში იმყოფებოდა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ შენობებს ათვალიერებდა.
დღეს დილიდან აქციას მართავენ აფხაზეთიდან დევნილები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან. ისინი საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსახლებას აპროტესტებენ და ამ პროცესის შეჩერებას მოთხოვენ.
`როსპოტრებნადზორი`რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებას თხოვნით მიმართავს - დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს, რომლებსაც პროდუქციის ნიმუშების წარდგენის პროცესში დაბრკოლებები შეექმნათ. ეს განცხადება გენადი ონიშჩენკომ გააკეთა.
არჩილ კბილაშვილი თავდაცვის სამინისტროში საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე დაწყებული გამოძიების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, დარღვევებს გამოსავლენად და მტკიცებულებების მოპოვებაზე შესაბამისი კომპეტენტური სამსახურები მუშაობენ.
`როს-პოტრებ-ნადზორი` ქართული ღვინის 36 კომპანიას და მინერალური წყლების 4 საწარმოს რუსეთში დარეგისტრირების უფლებას აძლევს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა რუსული ტელეარხის ”როსიასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ქართულ-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშჩენკოს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო ბოდიშს უხდის და ღია წერილით მიმართავს.