გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.
საქართველოს 1,200-ზე მეტი მოქალაქე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და 17 მაისის მოვლენების საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული 6 მოქალაქე გათავისუფლდა.
ავლაბარში რამდენიმე ქუჩაზე წუხელ ძარცვის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. წურწუმიას №6 ში ქუჩის მცხოვრებლებს დილით ავტომანქანები გატეხილი დახვდათ. ავტოსადგომზე გაჩერებული სამივე მანქანა დაზიანებული იყო. მძრაცველებმა ორი მანქანიდან მაგნიტოფონი ამოიღეს.
ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ორი პირია დაკავებული. ისინი ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე აიყვანეს. მათ ჩხრეკისას 12 აბი ნარკოტიკული ნივთიერება `სუბოქსი` ამოაჩნდათ.
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე თავდაცვის სამინისტროში მისი გამოძახების დეტალებზე სასამართლოზე საბოლოო სიტყვაში ისაუბრებს. ამის შესახებ გიგი კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერილობით უპასუხებს, მანამდე კი კომენტარი გააკეთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
ზუგდიდთან დღეს გამთენიისას ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. თავდასხმა სოფელ ცაიშში მოხდა. ორმა შეიარაღებულმა პირმა სადისპეტჩეროდან მცირე რაოდენობის თანხა...