საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოლაპარაკებები კახაბერ ცხადაძესთან მიმდინარეობს. 
2012 წლის ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში დღეს ბრუნდება. რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გამართულ ჩემპიონატზე ქართველებმა გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. 
ვარლამ ლიპარტელიანმა ჩელიაბინსკში ოქროს მედალი დაიმსახურა. 90-კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში კი ლიპარტელიანმა რუსი გრიგორი სულემინი დაამარცხა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავში ავტორბოლას დაესწრო და განახლებული ავტოდრომი თავადაც მოსინჯა.