პარასკევი, 24.05.13   12:27
+29.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

აგვისტო 2012

S
M
T
W
T
F
S
3 
4 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პატრიარქი პუტინს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

14.03.12 12:02

ილია მეორე ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მიმართვის ტექსტს საპატრიარქო აქვეყნებს. მილოცვის წერილში ნათქვამია:

`მიიღეთ ჩვენი მილოცვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე თქვენს არჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, თქვენი დიდი გამოცდილება ხელს შეუწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას თქვენს სახელმწიფოში. რუსები და ქართველები ერთმორწმუნე ერებია, რაც გვაახლოვებს, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას. თუმცა ვფიქრობთ, ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის სავსებით შესაძლებელია კეთილი ურთიერთობების აღდგენა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ქვეყანას კი შემდგომ აყვავებას,`- ნათქვამია უწმინდესის წერილში.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

საპატრიარქო 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს

23.05.13 11:11

17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.More...video clip 

დღეს გიორგობაა

06.05.13 10:54

დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის აღსრულებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას პატრიარქი სამების ტაძარში აღავლენს.More...video clip 

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

04.05.13 19:50

იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველები, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ელოდებოდა. More...

ქართველი ექსპერტები დღეს ოშკის ტაძარს მოინახულებენ

18.04.13 13:36

ტაო-კლარჯეთში მყოფი ქართველი სპეციალისტები დღეს ოშკს მოინახულებენ. მანამდე კი ისინი იშხნის კომპლექსში იმყოფებოდნენ. მათ თურქ კოლეგებთან ერთად პირველი ერთობლივი მონიტორინგის შემდეგ ადგილზე საველე-სამუშაო შეხვედრა გამართეს.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

დელეგაცია თურქეთში გაემგზავრა

17.04.13 10:00

კულტურის სამინისტროს დელეგაცია თურქეთში გაემგზავრა. ქართული მხარის წარმომადგენლები თურქ სპეციალისტებთან ერთად იშხნის ტაძრის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.More...video clip 

დღეს დედაენის დღე აღინიშნება

14.04.13 17:57

ისტორიკოსების მტკიცებით, რომ არა სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, 35 წლის წინ საქართველო სახელმწიფო ენას დაკარგავდა. სწორედ მრავალათასინი მანიფესტაციით შეძლეს ქართველებმა ეროვნული საგანძურის დაცვა. More...

კუდავამ იშხანში ექსპედიციის შედეგები წარადგინა

13.04.13 20:32

იშხნის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ქართველი სპეციალისტების ჩასვლამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეჩერდეს, - განაცხადა ხელნაწეთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. More...

კულტურის მინისტრის მოადგილე თურქეთში გაეგმზავრა

11.04.13 10:00

იშხნის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ქართულ და თურქულ მხარეებს შორის თურქეთის დედაქალაქში გაიმართება. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company