ვარლამ ლიპარტელიანმა ჩელიაბინსკში ოქროს მედალი დაიმსახურა. 90- კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე ოთხი შეხვედრა მოიგო. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში კი ლიპარტელიანმა რუსი გრიგორი სულემინი დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ლევან ჟორჟოლიანმა მხოლოდ ფინალური შეხვედრა წააგო. ჟორჟოლიანი ებრაელ არიელ ზეევთან დამარცხდა. საერთო ჯამში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ჩათვლაში 4 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ესპანელ მეტოქეს დაუპირისპირდება. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. გუნდები შეხვედრისთვის უკვე მზად არიან.
ფეხბურთში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები საქართველოში არიან. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე გასულია. 73:70 - ჩვენებმა სამქულიანი სხვაობით დაამარცხეს ლატვიაში ადგილობრივი გუნდი.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ლოპოტის ოპერაციის დროს, მძევლების გათავისუფლებისას, სპეცდანაყოფის სამი წევრი დაიღუპა – თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი, ვლადიმერ ხვედელიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი...