ბათუმში აჭარის რევოლუციის მერვე წლისთავს აღნიშნავენ
06.05.12 13:44
აჭარის რევოლუციის წლისთავია დღეს ბათუმში. ზუსტად 8 წლის წინ, 2004 წლის 6 მაისს, საზოგადოების მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე გადადგა. ის ბათუმის მერსა და აჭარის უშიშროების მინისტრთან ერთად მოსკოვში, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ერთად გაფრინდა.
6 მაისს წინ რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები უძღოდა. მოსახლეობა აბაშიძის ავტორიტარული რეჟიმისაგან აჭარის გათავისუფლებას ითხოვდა. ყველაზე მასშტაბური აქცია უნივერისტეტის წინ 4 მაისს მოეწყო. პროტესტი ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქებას მოჰყვა. აქცია სახალხო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.
5 მაისს აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად დედაქალაქიდანაც ჩავიდნენ.
"აბაშიძე გაიქცა, აჭარა თავისუფალია", - ასე აუწყა მაშინ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის რევოლუციის შედეგი.
|