პარასკევი, 25.07.14   00:35
+25.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივლისი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე

09.05.12 12:59

ბათუმში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO)კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა.

`მე არ ვიცი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტურიზმი იზრდება ისეთი რაოდენობით, როგორც ეს არის საქართველოში ბოლო წლებში. იმ წელს, როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი, საქართველოში იყო 120 ათასი უცხოელი ვიზიტორი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა იყვო ქართველი უცხოეთის პასპორტით. შარშანწინ ჩვენ გვყავდა 2 მილიონი, შარშან თითქმის 3 მილიონი და წელს ჩვენ ელოდებით 4 მილიონამდე ვიზიტორს, მომავალ წელს 5 მილიონამდე,`- განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს დასაქმების პრობლემის მოგვარებასა და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას.

პრეზიდენტი დღევანდელ თარიღსაც შეეხო. მისი თქმით, ქვეყანა, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა, დღეს თვითონ არის ოკუპანტი.

`საქართველოს ძალიან ბევრმა მკვიდრმა თავი გასწირა იმისათვის, რომ მსოფლიოში ფაშიზმი დამარცხებულიყო. დღევანდელი სიტუაციის ცინიზმი გამოიხატება იმაში, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ხალხების ტერიტორიაზე ისევ გაჩდნენ ოკუპანტები და ოკუპირებულები,`- განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის, ასევე ძალიან ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის  გადაწყვეტილებისა და  საერთაშორისო ტერმინოლოგიის თანახმად, რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაციას.

`რუსეთის მთავრობამ მიაღწია იმას, რომ ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად გამარჯვებული იყო ფაშისტ ოკუპანტებთან  ბრძოლაში, თვითონ არის დღეს საერთაშორისო ტერმინიოლოგიით აღწერილი ოკუპანტი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. მე ვფიქრობ, ეს არის რუსეთის მთავრობის მიერ თავისი ხალხის შეურაცხყოფა,`- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამ რეალობისა, საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელად.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა

21.07.14 15:40

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მინისტრების შერჩევაში არ მონაწილებს - განმარტება თავად პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მთავრობაში შვიდი მინისტრის შეცვლის შესახებ ილაპარაკა.More...video clip 

ახალაიას ცოლისძმა დააკავეს

21.07.14 15:16

სამართალდამცველებმა ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ძმა ვლადიმერ ნადარეიშვილი დააკავეს. ინფორმაციას თავად ანი ნადარეიშვილი ავრცელებს. More...video clip 

მერიის წარმომადგენლები დაკითხვაზე დაიბარეს

21.07.14 14:54

თბილისის მერიის ათამდე მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ამ დროისათვის საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან ისნის რაიონის გამგებელი და დიდუბის რაიონის ყოფილი გამგებელი.More...video clip 

რუსი ვარსკვლავები ლატვიაში არ შეუშვეს

21.07.14 14:29

ლატვიამ რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. შავ სიაში სამი ცნობილი მომღერალი: მოხვდა იოსებ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და ვალერია. ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ამ შემსრულებლების მიერ ყირიმის ანექსიის მხარდაჭერა გახდა.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ქართველი სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ

21.07.14 13:33

მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. მეორე ქვეითი ბრიგადის 150 სამხედრო 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე“ მსახურობდა. More...video clip 

მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში გაემგზავრა

21.07.14 12:32

საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა. მაია ფანჯიკიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. More...video clip 

პრესაში ექსკლუზიური ფოტოები გავრცელდა

21.07.14 11:40

პრესაში დღეს ეროსი კიწმარიშვილის დაღუპვის ადგილისა და ავტომანქანის ფოტოები გავრცელდა. თავად შემთხვევის შესახებ კი ახალი განცხადებები ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არ გაკეთებულაMore...video clip 

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია

21.07.14 11:15

საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია - ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს შვიდი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადა. More...video clip 


  სრული პროგრამა
გააცინე და მოიგე-მესამე ფინალი
ნანუკას შოუ: კადრს მიღმა
გააცინე და მოიგე - მეორე ფინალი
გააცინე და მოიგე-პირველი ფინალი

 
 

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company