ქუთაისის ისტორიულ უბანში გორაზე ძველი ნაქალაქარის ნაშთები აღმოაჩინეს. დები იშხნელების ქუჩაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს ატარებდა როდესაც მუშებმა ქვითკირის კედელი შენიშნეს. არქეოლოგების განმარტებით, ადგილზე ქალაქური ცხოვრების ნიშნები ჩანს, სავარაუდოდ, ნაგებობა შუა საუკუნეებისაა. ნაშთებს მუშებმა მიწის ზედაპირიდან 5 მეტრის სიღრმეზე მიაკვლიეს.
სად აშენდება ახალი მეჩეთი ბათუმში, ამ თემაზე კონსულტაციები უახლოეს მომავალში იწყება. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალი კომპეტენტურ პირებთან შეთანხმდება.
ბიძინა ივანიშვილის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარეები შეთახმდნენ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება ეკონომიკის, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში.
თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრების რესტავრაცია ბიძინა ივანიშვილის თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. თურქ კოლეგასთან ივანიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის ერთობლივ აღდგენაზე ისაუბრა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა სრულდება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კი სამების ტაძარში პარაკლისს აღავლენს.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის დედაქალაქიდან თბილისში დაბრუნდა. პატრიარქი მოსკოვში ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში გრძელდება. გვიან საღამოს მიღება გაიმართა რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის სახელოსნოში. მიღებას რუსი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.