კვირა, 19.05.13   20:20
+20.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

აგვისტო 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

CNN-ის მორიგი სიუჟეტი ლაზიკასა და სოფლის მეურნეობას დაეთმო

13.06.12 12:02

მსოფლიო მედია ლიდერი CNN-ი განაგრძობს რეპორტაჟების სერიას საქართველოს შესახებ. მორიგ სიუჟეტებში, რომელსაც გადაცემა Eye on Georgia აშუქებს, ჟურნალისტებმა ქალაქ ლაზიკას პროექტსა და ქართულ სოფლის მეურნეობაზე ისაუბრეს.

ტელეარხის კორესპონდენტი ბათუმიდან პირდაპირი ჩართვისას აცნობდა მაყურებელს, თუ რა პოტენციალი აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში. პაულა ნიუტონის განცხადებით, მოსახლეობის უმეტესობა სწორედ სოფლის მეურნეობის დარგშია დასაქმებული.

ჟურნალისტმა ასევე ყურადრება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აჭარის რეგიონში უნიკალური კლიმატია, რაც ხელს უწყობს ტურისტულ სეზონს და ნოყიერს ხდის ნიადაგს, რის გამოც აჭარა სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით საუკეთესო ადგილია. ჟურნალისტმა 2006 წელს რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოც გაიხსენა და დაამატა, რომ ამის გამო დაიხურა საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი, თუმცა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს სწორედ სოფლის მეურნეობა შეადგენს.

გადაცემაში ხაზგასმული იყო ისც, რომ საქართველო ყოველთვის ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს, რაც სხვა ქვეყნებისთვის ძვირად ღირებული და იშვიათია.

რუბრიკის მთავარი ნაწილი ახალ ინოვაციას ქალაქ ლაზიკას პროექტს დაეთმო.

ავტორის შეფასებით, ახალი პროექტი რუკაზე გააჩენს ახალ, მაღალ ტექნოლოგიურ თანამედროვე ქალაქს, პროექტს კი ამ ეტაპზე მხოლოდ უცხოელი ინვესტორების ფული აკლია.

CNN-ის კორესპონდენტმა დანა მაგნეიმ პირადად მოინახულა ადგილი, სადაც ახალი ქალაქის მშენებლობა იგეგმება. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ეს პროექტი მეწარმეებს ბიზნესის დაწყებასა და ცხოვრებისთვის იდეალურ გარემოს სთავაზობს.

ჟურნალისტი ესაუბრა საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას და ივა დავითაიას, რომელიც ლაზიკას პროექტს კურირებს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 16 პროცენტია და ლაზიკა რეგიონში მცხოვრები 20,000 ადამიანისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.

ერთკვირიანი გადაცემების სერია ზღვისპირა რეგიონიდან კვლავ გრძელდება და მისი მომდევნო თემა საქართველოს თავდაცვის სისტემაში დაწყებული წარმოება იქნება.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ბურჯანაძე კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ელოდება

10.05.13 11:11

პრემიერ-მინისტრის მიერ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ელოდება ნინო ბურჯანაძე. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ჩაერთვება თუ არა ის თავად საპრეზიდენტო არჩევნებში. More...video clip 

სკოლის მოსწავლემ თანატოლი ფიწლით დაჭრა

10.05.13 10:05

16 წლის მოზარდმა თანატოლი ფიწლით დაჭრა გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში. სკოლის მოსწავლეებმა ერთად დალიეს, თუმცა მოგვიანებით შელაპარაკება მოუვიდათ. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი ძველი წყენა გახდა. More...video clip 

ოკუპანტებმა კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს

09.05.13 14:47

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს. 32 წლის ვასილ სალამაშვილი სოფელ საკორინთლოდანაა და ეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ამ სოფლის მცხოვრების დაკავების უკვე მეორე ფაქტია. More...video clip 

მერაბიშვილი მთავრობას 80 მილიონის მითვისებაში სდებს ბრალს

09.05.13 14:10

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი საქართველოს ხელისუფლებას საიუჯეტო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამისთვის განკუთვნილ თანხებს და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების განაღდების პროცესს.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

კახა კუკავას პრესკონფერენცია

09.05.13 13:53

პარტია "თავისუფალი საქართველო" და მოძრაობა `ქართული დასი`ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებენ, თუმცა საერთო კანდიდატზე მას შემდეგ შეთანხმდებიან, რაც თავის კანდიდატს დაასახელებს `ქართული ოცნება`.More...video clip 

უმცირესობა ეკონომიკურ რეგრესზე საუბრობს

09.05.13 13:18

საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესი უკან მიდის, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ `პოლიტიკოს` პრესკლუბში გააკეთა. More...video clip 

გივი თარგამაძე პუტინს მიმართავს

09.05.13 11:52

გივი თარგამაძე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავს. ლიტვაში მყოფი დეპუტატი პუტინს ახსენებს, რომ ის არა რომელიმე პოლიტიკოსმა, არამედ ევროპულმა სამართალმა დაიცვა.More...video clip 

ღარიბაშვილი ისრაელში შეხვედრებს მართავს

09.05.13 11:21

გრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის სახმელეთო დაცვისა და კავშირგაბმულობის მინისტრს შეხვდა. More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company