კვირა, 20.04.14   12:15
+22°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

აპრილი 2014

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ბათუმში კონფერენცია -`საქართველოს ევროპული გზა`გაიხსნა

11.07.12 15:33

"საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" – ამ სახელწოდების კონფერენცია ბათუმში დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრები, ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსები დაესწრნენ. მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცა იყო.

"ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი არ არის. ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობრებისთვის მოლდოვაში ევროპის ხიბლი ისაა, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი იდენტურობა. ამ კუთხით საქართველო მსოფლიოს ამ ნაწილში მოლდოვასთან ერთად ძალისხმევას არ იშურებს ცვლილებების და რეფორმების განსახორცილებლად. აღმოსავლეთ პარტნიორობა უდიდესი იდეაა, 2008 წელს გადავიტანეთ ომი. უკვე აღარ ვიყავით დე-სე-თეს წევრები. ზოგი ფიქრობდა, რატომ ვარსებობდით ისევ რუკაზე. ამ დროს აღმოსავლეთი პარტნიორობა ჩვენთვის იყო ხსნა. ის გახდა მნიშვნელოვანი იარაღი ჩვენი ევროპასთან დაახლოებისთვის და მრავალმხრივი ფორმატისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნებისთვის;

"ძალიან დიდი იმედი გვაქვს , რომ 2013 წელი, იმის მიუხედავდ, რომ ცრუმორწმუნეებისთვის ეს ციფრი კარგად არ აღიქმება, საქართველოსთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 2013 წელს შეიძლება უკვე გვქონდეს ვიზების ლიბერალიზაცია, ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ასოცირების ხელშეკრულება, ასევე იმედი გვაქვს, რომ ვილნიუსის სამიტზე უკვე იმ ეტაპზე ვიქნებით, რომ მივიღოთ კონკრეტული პერსპექტივები," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"მინდა ვთქვა იმ მნიშვნელოვანი ქვეყნის შესახებ, რომელიც საქართველოს მეზობელია და რომლის ჯარებსაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, 2008 წლის 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების უკანონო და აბსოლუტური დარღვევით. ეს ფაქტი ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდ ყურადღებას ითხოვს.

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ აღმოსავლეთი პარტნიორობა არ არის შექმნილი რუსეთის წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდა მაშინ, როდესაც 1995 წელს მისი ევროკაშირის წევრი ფინეთი გახდა. ევროკაშირის ურთიერთობა რუსეთთან არის სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება კი ემყარება ენერგოუსაფრთხოებისთვის ინვეტირებას და გალობალურ საფრთხესთან გამკლავებას;

"მაგრამ ევროკაშირი და რუსეთი ერთსა და იმავე ღირებულებებს არ იზიარებენ. ამიტომ ევროპა ვერ შეეგუება, რომ რუსეთი ჩაერიოს ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში და ხელყოს მათი დამოუკიდებლობა პირდაპირი ოკუპაციით, თუ ირიბად. ისე, როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა ცდება, როდესაც ასეთ დროს დუმილს ინარჩუნებს;

"და ბოლოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე და საპრეზიდენტო არჩევნები იქნება გადამწყვეტი ტესტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნდობისა და მომავლისთვის," - განაცხადა "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა.

კონფრენეციის მონაწილეებს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ, ევროკომისარმა შტეფან ფულემ და მოლდოვის პრემიერმაც მიმართეს.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა

19.04.14 13:38

95 მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალება აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. More...

მთავარი პროკურორი სააკაშვილის დაკითხვაზე

19.04.14 15:22

მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის, თქმით, სამწუხაროა რომ სააკაშვილმა თავი აარიდა სამოქალაქო მოვალეობის შესრულება, მაგრამ გამოძიება მაინც გაგრძელდება.More...

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

18.04.14 12:16

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს დროულად გამოიძიოს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა არაადამიანური მოპყრობის...More...video clip 

ადგილობრივი არჩევნებისთვის 6 პარტია დარეგისტრირდა

18.04.14 11:54

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს განცხადებით უკვე 28 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. მათგან 6 დარეგისტრირდა. განაცხადების წარდგენის ვადა პარტიებსა და ბლოკებს 19 აპრილის ჩათვლით აქვთ. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ზურაბ აბაშიძემ კარასინთან შეხვედრა შეაჯამა

18.04.14 11:24

ზურაბ აბაშიძე გვიან ღამით პრაღიდან თბილისში დაბრუნდა. მან ჟურნალისტებთან გრიგორი კარასინთან გამართული შეხვედრა შეაჯამა. პრემიერის სპეციალური წარმომადგნელის განცხადებით, მხარეები რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ქართველის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. More...video clip 

ევროპარლამენტის რეზოლუცია

18.04.14 11:02

`აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლისა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის თაობაზე` რეზოლუცია ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო.More...video clip 

პრემიერის შეხვედრა ბელგიელ ბიზნესმენებთან

17.04.14 13:58

საქართველოს ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაცია სტუმრობს. ბელგიის უმსხვილესი ბიზნესკომპანიების პირველ პირებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.More...video clip 

პრეზიდენტი როიტერს რუსეთ-საქართველოს საკითხზე ესაუბრა

17.04.14 11:39

უკრაინის კრიზისზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტი სააგენტო "როიტერს" ინტერვიუში. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ საქართველო საკუთარ უსაფრთხოებაზე...More...video clip 


  სრული პროგრამა
პროფილი: ქრისტინა ძიძიგური
თბილისი LIVE
კურიერი: მოდის კვირეულის დებიუტანტები
ნანუკას შოუ: სოფო ნიჟარაძე

 
 

© 1994-2014 Rustavi 2 Broadcasting Company